ბორჯომში გამართული ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში

გამოწერა

ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში. იხილეთ შეჯიბრის პირველი დღის კადრები.

ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში საქართველოში 22-28 მაისს იმართება. ტურნირში მონაწილეობს 300-ზე მეტი სპორტსმენი 11 ქვეყნიდან — საქართველო, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, დანია, ლატვია, თურქეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

შეჯიბრი იმართება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებს შორის — 1) U-19 (მოზარდები), 2) U-23 (ახალგაზრდები), 3) Open (პროფესიონალები) და 4) Masters (ვეტერანები). ევროპის ჩემპიონატზე სულ 44 გუნდია რეგისტრირებული.

სპორტსმენები მედლებს მიიღებენ ოთხ დისციპლინაში: სპრინტი (head to head), სლალომი და დაშვება გრძელ მონაკვეთზე (downriver). 24, 25, 26 და 27 მაისს შეჯიბრის დღეებია, როდესაც მედლები გაიცემა. 28 მაისს — ტურნირის დახურვის ცერემონია გაიმართება. ჩემპიონატზე უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ყველა ახალი ამბავი
0