რუსთაველის თეატრში ღამით სპექტაკლების დადგმის პროცესის ნახვა შეგიძლიათ

© Sputnik / Denis Aslanovრუსთაველის დრამატული თეატრი
რუსთაველის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დრამატურგები, რეჟისორები და მსახიობები დღეღამის განმავლობაში სპექტაკლებზე იმუშავებენ და ამ პროცესის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მეხუთე „24 —საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“ 24-25 მაისს გაიმართება.

დრამატურგები და რეჟისორები თანამედროვე შინაარსის დადგმებზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. ღონისძიება ემსახურება საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მოღვაწეების პროფესიული დონის ამაღლებას და თეატრალური ინოვაციების განვითარებას.

ფესტივალის მონაწილეები პროექტის ორგანიზატორებმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს.  პროგრამაში ჩაერთო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრების 40 მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.

პროექტის ავტორთა თქმით, წელს ფესტივალში არ ჩართულან სცენოგრაფები, რადგან ამ ახალ კატეგორიაში მონაწილეობაზე განაცხადები არ შემოსულა. 

BAM Fisher - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკის ქართული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

„ფესტივალში მონაწილეობა — ეს უკვე გამარჯვებაა, რადგან პროფესიონალები შევარჩიეთ. სპექტაკლებს, რომლებსაც ფესტივალის მონაწილეები დადგამენ, მოგვიანებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა შეაფასებს. ხოლო რამდენიმე საუკეთესო დადგმა თეატრის რეპერტუარის ნაწილი შიძლება გახდეს“, — განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

ფესტივალი ხორციელდება თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის (CARL) და რუსთაველის თეატრის ეგიდით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალის გახსნის ცერემონია ოფიციალურად 24 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრის ვიპ-დარბაზში გაიმართება. ფესტივალი იმავე ადგილას 25 მაისს, 17:00 საათზე დაიხურება. „24 —საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის“ ნახვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

წელს „24 —საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“ 5 წლის იუბილეს აღნიშნავს და ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.


ყველა ახალი ამბავი
0