ქართველი ფემინისტები მოქმედებაში: პროექტი „შენ შეგიძლია შეცვალო“

© Sputnik / Alexander Imedashviliმოდის კვირეულის გახსნაზე
მოდის კვირეულის გახსნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „მილენიუმ საქართველოს“ ინიციატივით პროექტი „შენ შეგიძლია შეცვალო“ ტარდება, რომელიც ქალებს ბევრი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება - დაწყებული ნაადრევი ქორწინებიდან, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით დამთავრებული.

პროექტ „მილენიუმ საქართველოს“ მენეჯერმა ნანა ბერუაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა პროექტზე და იმის შესახებ, ზოგიერთ ქალს რატომ აშინებს სიტყვა ფემინიზმი.

ინფორმაციის მიღებიდან მოტივაციამდე

ქალთა უფლებები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა, ნაადრევი ქორწინება, ოჯახური და სექსუალური ძალადობა, ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში — ყველა ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში ჯერჯერობით მოსაგვარებელია. პროექტის ავტორების აზრით, ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოლო წლის განმავლობაში მარნეულის, გორის, ახალციხისა და სოფელ კოდას მოსახლეობას შეხვდნენ. 

რა იზიდავს და რა აღიზიანებს ქალებში ქართველ მამაკაცებს - Sputnik საქართველო
რა იზიდავს და რა აღიზიანებს ქალებში ქართველ მამაკაცებს

„მთავარია დაიწყოს საუბარი პრობლემაზე, ქვეყანაში ქალთა უფლებების დარღვევაზე. ამ პროექტით დაინტერესება ძალიან მაღალია, და, რაც ყველაზე გასაკვირია, არამარტო გოგონების მხრიდან, არამედ მამაკაცების მხრიდანაც. პროექტი ორიენტირებულია ქალებზე, მაგრამ ემანსიპაციასა და განვითარებაში მათ ფემინისტური შეხედულებების მქონე მამაკაცები ეხმარებიან. ამიტომ ჩვენი პროექტი ასეთი მამაკაცებისათვის ყოველთვის ღიაა“, — განაცხადა ბერუაშვილმა.

ქართველი ფემინისტი ქალები უნივერსიტეტების სტუდენტებს ხვდებიან. მათი მთავარი მიზანია — ქალების წინაშე მდგომი პრობლემების გამოვლენა და ანალიზი, მათი მოტივაციისა და ინფორმირებულობის ამაღლება და სამოქალაქო და სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა.

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციულ ვაკუუმში მცხოვრებ ქალებს ესაუბრებიან მათ უფლებებზე, განათლების მიღების აუცილებლობაზე, რომელიც მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

„მათ ვუხსნით, რომ რაც უფრო განათლებული იქნებიან, მით ნაკლებად მოუწევთ სტერეოტიპულ გარემოში მოთმენა იმისა, რომ სხვები მათ ცხოვრებას განკარგავენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ბერუაშვილმა.  

ბრძოლა სტერეოტიპებთან

ნუ შეეშინდებათ არსებული სტერეოტიპების დანგრევა — ამისკენ მოუწოდებენ ქალებს „მილენიუმ საქართველოს“ წარმომადგენლები. ისინი ასწავლიან ქალებს, როგორ უნდა გახდნენ უფრო აქტიურები და იმ სტერეოტიპულ გარემოში, სადაც მათ ცხოვრება უწევთ, ცვლილებების „აგენტები“ უნდა გახდნენ.

 „ჩვენ სტერეოტიპების შეცვლა და დანგრევა გვსურს. საქართველოში არსებული ტრადიციები და კულტურული თავისებურებები სტერეოტიპულ გარემოს ქმნის. სინამდვილეში, ბევრი ქალი ვერც კი გრძნობს, რომ გარკვეულ ჩარჩოებში ცხოვრობს. ეს ჩარჩოები უნდა დაინგრეს, რათა ქალები უფრო თავისუფალი და მიზანდასახული გახდნენ“, — აღნიშნა ბერუაშვილმა. 

ქართველი ფემინისტების აქცია - Sputnik საქართველო
„მეტი ქალი პარლამენტში!" - ქართველი ფემინისტები კვოტების დაწესებას ითხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრ ქალს ფემინიზმი აშინებს, სტერეოტიპული გარემო მათ არანაკლებად თრგუნავს. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მიდიან გოგონები და დედებისა და ბებიების ისტორიებს ყვებიან, რომლებიც თავის დროზე ადრე გაათხოვეს და მათ მაგივრად ყველაფერს წვეტდნენ.

„ბევრი გოგონა ამბობს, რომ დედებისა და ბებიების ბედის განმეორება არ სურს და დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა, რაც უკვე ძალიან კარგია“, — აღნიშნა ბერუაშვილმა.

მომავლის იმედით

ბერუაშვილის თქმით, პროექტმა დადებითი შედეგები უკვე მოიტანა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ ბევრია. განსაკუთრებული სირთულეები არსებობს იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ნაკლებად ინფორმირებული და განათლებული ქალები ცხოვრობენ. საქართველოში არსებობს ადგილები, სადაც ემანსიპაციის მიღწევა ხუთი ან ათი წლის შემდეგაც იქნება რთული, აღნიშნა ექსპერტმა. თუმცა, რეალობა უკეთესისკენ იცვლება და დღევანდელი თაობა 90-იანების თაობასთან შედარებით ცვლილებებისათვის უფრო ღიაა. 

 „აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი ქალი, რომელიც ნაკლებად ინფორმირებულია, ფემინიზმს, როგორც საშიშ და რადიკალურ მოვლენას უყურებს. თუმცა, მათთან შეხვედრებისა და საუბრების შემდეგ, როდესაც ვუხსნით, რას ემსახურება ფემინიზმი, რომ ის ეხმარება ქალებს გახდნენ წარმატებულები და ემანსიპირებულები, ისინი აცხადებენ, რომ ქალების უფლებებს დაიცავენ, მაგრამ ფემინისტები არ გახდებიან“, — აღნიშნა ბერუაშვილმა.

პროექტში სახელწოდებით „შენ შეგიძლია შეცვალო“  ჩართვა Facebook-გვერდის საშუალებით  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0