„მეტი ქალი პარლამენტში!" - ქართველი ფემინისტები კვოტების დაწესებას ითხოვენ

გამოწერა

თბილისში ქართველი ფემინისტების ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ ქალთა უფლებების დასაცავად აქცია გამართა.  Sputnik-ის ვიდეოში იხილეთ აქციის ამსახველი კადრები.

ქართველი ფემინისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე გაჟღერდა, პოლიტიკაში ქალების რაოდენობის გაზრდა, კერძოდ, პარლამენტში ქალებისთვის შესაბამის კვოტის დაწესება იყო.

როგორც აქციის მონაწილეებმა Sputnik-თან განაცხადეს, მათ ორი კანონპროექტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მოამზადეს და საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნეს, თუმცა, კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე ჭიანურდება.

აქციაზე მოწოდების — „მეტი ქალი საქართველოს პარლამენტში!“- გარდა, სხვადასხვა მოთხოვნების შემცველი პლაკატები იყო წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0