არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბრალდებული დეპუტატი უფლებებს სასამართლოში დაიცავს

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშიარაბთა გაერთიანებული საამირო
არაბთა გაერთიანებული საამირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე არ მოახდენს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დეპუტატის ექსტრადირებას, რომელსაც თანხის მითვისების ბრალდებით 15 წელი დაუსწრებლად მიესაჯა.

თბილისი, 24 მაისი —  Sputnik. საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გელა მიქაძე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ დაუსწრებლად  15 წელი მიუსაჯა, რას-ელ-ხაიმას  საემიროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და  მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას აპირებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამ საამიროს სასამართლომ მიქაძე 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისებაში ბრალდებულად ცნო. საუბარია 2010-2011 წლებში ერთობლივი წარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ფოთის პორტს, რომლის მფლობელი მაშინ კომპანია RAKIA იყო, და კომპანია Raystar-ს შორის, შემდეგ კი მის გაუქმებაზე. მიქაძე კომპანია RAKIA Georgia-ს ხელმძღვანელი იყო.

„სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გუშინ,  ტელევიზიით გავიგე. მე ელემენტარული უწყება მაინც უნდა ჩამბარებოდა, რომ იმ ქვეყანაში ადვოკატი ამეყვანა. ნებისმიერ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად შევიტან სარჩელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მე მზად ვარ გავაგრძელო დავა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, სადაც არსებობს სამართალი, ეს იქნება ინგლისი, შვეიცარია, საფრანგეთი“, — განაცხადა მიქაძემ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საამირო რას ელ-ხაიმას სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მიქაძის თქმით, ბიზნეს-გარიგება საქართველოში 2010 ან 2011 წელს იყო დადებული, ხოლო ასეთ საქმეებს ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გააჩნია. შესაბამისად, ყველა ვადა ამოწურულია. 

მართლმსაჯულების ფიგურა ფრანკფუტში - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტარს გაერთიანებულ საამიროებში 15 წლის პატიმრობა შეეფარდა

 „ამ საამიროში არის შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არის მიღებული. სასამართლო მედავება 7 წლის წინანდელ ჩემთვის გაურკვეველ საკითხზე“, — განაცხადა მიქაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.

საქართველომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას, აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 „მე ძალიან გული მწყდება, გელას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ კარგის მეტი მასზე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, საქართველომ შეძლებისდაგვარად თავისი სამართლებრივი რესურსი უნდა გამოიყენოს და დაიცვას საქართველოს მოქალაქე“, — აცხადებს გია ვოლსკი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან მიქაძის ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში, ქართული მხარე ამას ვერ გააკეთებს, იუწყება პირველი არხი.

ბრალდებულად აღიარეს ასევე არაბული კომპანია RAKIA-ს ხელმძღვანელი ჰატერ მასაადი და გიორგი ჯანაშია, რომელიც RAKIA Georgia-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაძეს დაეკისრა 12,8 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო ჯანაშიას — 4,4 მილიონი აშშ დოლარის.

არაბული მასმედიის ინფორმაციით, Raystar-თან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიქაძე და ჯანაშია მისი ბენეფიციარები იყვნენ. RAKIA-ში ამის შესახებ მხოლოდ მასაადისათვის იყო ცნობილი. ბრალდებულებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ Raystar-ი ინვესტირების განხორციელებას ვერ შეძლებდა, 17,2 მილიონი აშშ დოლარი შვეიცარიაში საკუთარ ანგარიშებზე RAKIA-ს სახელით გადარიცხეს.


ყველა ახალი ამბავი
0