თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი დაშავდა, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგარდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.