ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 15 ნოემბერს დაიწყება

© FB / Журнал "Анаклия"ანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 15 ნოემბერს დაიწყება, აცნობეს "Sputnik-საქართველოს" კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანიამ პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.

"სამშენებლო სამუშაოების დაწყება 15 ნოემბერს იგეგმება. წინასწარი სამუშაოები, რომლის ფარგლებში კვლევები ჩაატარეს, ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. რაც შეეხება იმ თარიღს, როდესაც პირველი საკონტეინერო ტერმინალი უნდა ამუშავდეს, ანუ პორტის გახსნის თარიღს, ეს 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება

პირველი ფაზა ითვალისწინებს კონტეინერების გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, პორტისა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. ამავე პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიყვანა პორტამდე და პორტის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

პორტის განვითარება ისეა დაგეგმილი, რომ პირველი ეტაპის ბოლოს მოხერხდეს წელიწადში 8 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთბრუნვის ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე.

კომპანიამ JSC Anaklia Development Consortium (Georgia) 2016 წლის თებერვალში პორტის მშენებლობის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა. დაგეგმილი ინვესტიციების საერთო მოცულობა 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC-ს მიერ, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0