ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება

© photo: courtesy of port of Аnakliaანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი წლის განმავლობაში ანაკლიის პორტში იგეგმება კონტეინერების გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიყვანა პორტამდე, ასევე სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (JSC Anaklia Development Consortium (Georgia), რომელიც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით არის დაკავებული, წარადგინა პორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

გენერალური გეგმა 50 წელზეა გათვლილი და პორტის ეტაპობრივ განვითარებას ითვალისწინებს. პირველი ფაზა 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლამდე გაგრძელდება.

პირველი ფაზა ითვალისწინებს კონტეინერების გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, პორტისა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. ამავე პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიყვანა პორტამდე და პორტის თანამშრომლებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

გენერალური გეგმის მიხედვით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის მშენებლობისათვის დამატებით შეიძენს მიწას. პროექტის მიხედვით ასევე დაგეგმილია 63 ოჯახის გაასახლება.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე.

JSC Anaklia Development Consortium (Georgia)–მა 2016 წლის თებერვალში პორტის მშენებლობის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა. ინვესტიციების საერთო მოცულობა 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC–ის მიერ, რომელიც პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში ახორცილებეს.

ყველა ახალი ამბავი
0