საქართველოს პრემიერი მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© AP Photo / Peter Byrneმანჩესტერი
მანჩესტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ცივილიზებული სამყარო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო გააქტიურდება.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოხატა მანჩესტერში სტადიონზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ორშაბათს არიან გრანდის კონცერტი იმართებოდა.

მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში.

მანჩესტერი - Sputnik საქართველო
მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22-ს მიაღწია

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა.  დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. სხეულის დაზიანება 59-მა ადამიანმა მიიღო.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს", — ნათქვამია კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

სამაშველო სამსახურში პირველი ზარი „მანჩესტერ არენას“ სტადიონზე არიან გრანდეს კონცერტის მსმენელისგან 22:35 საათზე (თბილისის დროით 00:35 სთ) შევიდა, მოგვიანებით კი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტადიონზე „აფეთქების მსგავსი ხმები“ შემოესმათ. გარდა ამისა, პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა.

ტრაგედია მანჩესტერში — ბრიტანეთში ყველაზე დიდი ტერორისტული შეტევაა 2005 წელს ლონდონის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რამაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0