თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მანჩესტერის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 59-ს მიაღწია, იუწყება სააგენტო РИА Новости.
სამაშველო სამსახურში პირველი ზარი „მანჩესტერ არენას“ სტადიონზე არიან გრანდეს კონცერტის მსმენელისგან 22:35 საათზე (თბილისის დროით 00:35 სთ) შევიდა. მოგვიანებით კი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტადიონზე „აფეთქების მსგავსი ხმები“ გაიგეს.
გარდა ამისა, პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
გარდა ამისა, პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა.
პოლიციის განმარტებით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც, იუწყება ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“.
EXPLOSION AT MANCHESTER ARENA AND EVERYONE RAN OUT SO SCARY😭 pic.twitter.com/pJbUBoELtE
— ♡♡ (@hannawwh) 22 мая 2017 г.
„აღნიშნულ ეტაპზე არ შემიძლია ასეთ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა იენ ჰოპკინსმა.