საქართველოსა და თურქეთის პრემიერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

© FB / Георгий Квирикашвилиსაქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგას 2016 წლის ზაფხულში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას გამოცხადებული სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა თურქმა კოლეგამ ბინალი ილდირიმმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული პარტნიორობა, იუწყება მთავრობის ვებ-გვერდი.

საქართველოსა და თურქეთის პრემიერების შეხვედრა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში ოფიციალური მისალმების ცერემონიის შემდეგ გაიმართა.

შეხვედრაზე ილდირიმმა 2016 წლის ზაფხულში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის თემას შეეხო. ამასთან დაკავშირებით მან კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა სოლიდარობისათვის, რომელიც მან იმ პერიოდში გამოუცხადა.

სამხედრო სწავლებები - Sputnik საქართველო
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი 2017 წელს რამდენიმე სამხედრო წვრთნას გამართავენ

კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას.

კვირიკაშვილმა და ილდირიმმა ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე — თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.

თურქეთის პრემიერი სამთავრობო დელეგაციის თანხლებით საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან.

ბოლოს თურქეთის პრემიერი საქართველოში მიმდინარე წლის მარტში არაოფიციალური ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდა.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

"საქსტატის" მონაცემებით, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2017 წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის არსებულმა საქონელბრუნვამ 452 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0