საქართველოში ახალგაზრდობა უფრო მეტს კითხულობს

© photo: Sputnikწიგნის დღეები საქართველოში - წიგნის ბაზრობა
წიგნის დღეები საქართველოში - წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 30 წელს გადაცილებული მოქალაქეები წელიწადში საშუალოდ სამ წიგნს კითხულობენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კვლევითი ორგანიზაცია IPM-ის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ საქართველოში 30 წლამდე ახალგაზრდები უფრო მეტს კითხულობენ.

ბავშვები წიგნებით - Sputnik საქართველო
საქართველოში კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

გამოკითხვის შედეგებით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები საშუალოდ 5 წიგნის კითხვას ახერხებენ წელიწადში. 30-54 წლის რესპონდენტები საშუალოდ 3 წიგნს კითხულობენ, ნათქვამია IPM-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე დროს, ქალებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს (საშუალოდ ერთი წიგნით მეტი).

გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა (48%) განაცხადა, რომ კითხვით გატაცებული არ არის.

ორგანიზაციამ გამოკითხა 500 ადამიანი საქართველოს მასშტაბით. კვლევითი ორგანიზაცია IPM 1995 წლიდან ფუნქციონირებს და მარკეტინგულ და სოციალურ კვლევებს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0