საქართველო გმობს ტერაქტს დიდ ბრიტანეთში

© REUTERS / Andrew Yatesპოლიციელები "მანჩესტერ არენას" სტადიონთან
პოლიციელები მანჩესტერ არენას სტადიონთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის მოწოდებით, გაგრძელდეს ბრძოლა ტერორიზმის, როგორც თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებულია მანჩესტერში კონცერტზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

აფეთქება სტადიონ "მანჩესტერ არენაზე" ორშაბათ საღამოს მოხდა. მიმდინარეობდა ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ასევე 59 — დაშავდა.

მანჩესტერი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს", — ნათქვამია მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

"მანჩესტერ არენა" 21 ათას ადამიანზეა გათვლილი. ის 1995 წელს ააშენეს და ევროკავშირის ქვეყნებში უდიდეს გადახურულ სტადიონად მიიჩნევა.

ტრაგედია მანჩესტერში — ბრიტანეთში ყველაზე დიდი ტერორისტული შეტევაა 2005 წელს ლონდონის მეტროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რამაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0