მასწავლებლებს სასკოლო ავტობუსებით სარგებლობის წესები შეახსენეს

© Fotolia / Kzenonგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ან რთული რელიეფის მქონე სოფლების მასწავლებლები სისტემატურად სარგებლობენ მხოლოდ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ავტობუსებით.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგებს სამუშაო ადგილამდე სასკოლო ავტობუსებით მისვლა აუკრძალა, რადგან ეს ტრანსპორტი მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„სახელმწიფო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის" პროგრამაში 2013 წლიდან საქართველოს 1212 სკოლის 66 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ამ პროგრამის ძირითადი მიზანია მოსწავლეების სკოლაში მისვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გაკვეთილებზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება.

სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
როგორ გავხდეთ მილიონერი – მასწავლებლებს შანსი მიეცათ

განათლების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სასკოლო ავტობუსების მუშაობა და აღმოაჩინეს, რომ ავტობუსებით კომფორტულად მგზავრობდნენ თავად პედაგოგები, ხოლო ბავშვები კართან იდგნენ.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროში შევიდა უკმაყოფილო მშობლების წერილები და ზარები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათ შვილებს სკოლაში მისვლა არაკომფორტულ ვითარებაში უწევთ.

ამგვარად, მასწავლებლები არღვევდნენ პროგრამის ერთ-ერთ ძირითად პუნქტს — მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების, აღნიშნეს სამინისტროში.

უწყებაში გადაწყდა, რომ გაამკაცრონ კონტროლი და კიდევ ერთხელ შეახსენონ პედაგოგებს, რომ სასკოლო ავტობუსები მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

სკოლის ავტობუსები ემსახურებიან მხოლოდ მოსწავლეებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ან რთული რელიეფის მქონე სოფლებში.

ყველა ახალი ამბავი
0