თბილისში საბაგირო გზით მგზავრობა გაძვირდა

გამოწერა
დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურმა განახორციელა საბაგირო გზების დიფერენცირება მგზავრების მიხედვით - საბაგირო გზით მგზავრობა, რომლითაც, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, 2,5-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე საბაგირთი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რიყის პარკისა და ნარიყალას ციხის დამაკავშირებელი საბაგირო გზით მგზავრების საფასური 2,5 ლარი გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს — რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

საბაგირო გზა, რომელიც ქალაქის ცენტრს კუს ტბასთან აკავშირებს - Sputnik საქართველო
თბილისის საბაგირო გზებით მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს

თავდაპირველად, სატრანსპორტო სამსახურის მიერ საკრებულოში განსახილველად შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2 ლარამდე ტარიფის გაძვირება ორივე საბაგიროზე იგეგმებოდა. თუმცა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მიმავალი საბაგიროთი მგზავრების საფასური უცვლელი დარჩა — 1 ლარი.

საკრებულოს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ და მათთვის ტარიფის გაძვირება მისაღები იქნება. კუს ტბაზე საბაგიროთი კი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა ადის და მათთვის ეს გაძვირება მნიშვნელოვნად აისახებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0