საქართველოს მოქალაქის საქმე ყაზახეთში: საელჩოს ოჯახთან აქვს კავშირი

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთში 18 მაისს საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა, 21 მაისს კი ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ყაზახეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს არჩილ დავითაძის ოჯახთან, რომელიც ასტანაში გარდაიცვალა, მუდმივი კავშირი აქვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

გუჯა სურგულაძე - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა 24 წლის ქართველი მორაგბე

დავითაძე ასტანაში კვირას ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას 18 მაისიდან ეძებდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაზახეთის სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა". დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„პირველივე დღიდან (დავითაძის გაუჩინარების) საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მისი ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, ოჯახი მომხდარის ყველა დეტალის შესახებ ინფორმირებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს", — განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

რაც შეეხება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს დავითაძის ნათესავებსა და ახლობლებზეა დამოკიდებული.

დავითაძე მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი იყო და მუშაობდა ასტანის ფიტნეს-კლუბში Winox Fitness club & SPA. მამაკაცი დაქორწინებული იყო ასტანაში მცხოვრებზე და ყაზახეთში ცხოვრების უფლება ჰქონდა. მისი მეუღლე ასტანაში ცნობილი ფსიქოლოგი მარინა პაშკოვსკაიაა. წყვილს პატარა გოგონა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0