ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშისამბო
სამბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამბოში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, რომელიც მინსკში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.

80 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლი ელენე ქებაძეს ერგო, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ ანასტასია საპსაისთან დამარცხდა.

ქართველი სამბისტები - Sputnik საქართველო
ნინო ოძელაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

კიდევ სამი ბრინჯაო მიიღეს ზვიად ოდოშაშვილმა (-62 კგ), ნინო კუციამ (-82 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ).

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში ცხრა მედალი მოიპოვა — ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი — ბრინჯაოს.

ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ:

ოქრო

ნინო ოძელაშვილი (-72 კგ)

ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ)

ვერცხლი

ელენე ქებაძე (-80 კგ)

ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ)

პაატა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ბრინჯაო

ლევან ბერბერაშვილი (-52 კგ)

ზვიად ოდოშაშვილი (-62 კგ)

ნიკო კუცია (-82 კგ)

ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0