ნინო ოძელაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გამოწერა
საქართველომ სამბოში ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს სამი მედალი მოიპოვა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველმა სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა (-52 კგ) ევროპის ჩემპიონატზე  ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ამ დღეებში მინსკში ტარდება, ნათქვამია ევროპის სამბოს ფედერაციის ვებ-გვერდზე. 

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველმა სამბისტმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ირინა ალექსეევა დაამარცხა და შეინარჩუნა საკუთარი ტიტული, რომელიც ევროპის შარშანდელ პირველობაზე ყაზანში მოიპოვა.

ოძელაშვილის მედლის გარდა, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს კიდევ ორი მედალი მოიპოვა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი პაატა ღვინიაშვილი გახდა, ლევან ბერბერაშვილიკი 52 კგ-მდე სამბისტებს შორის მესამე გახდა.

ევროპის ჩემპიონატი მინსკში 22 მაისამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0