თბილისი, 21 მაისი – Sputnik. უკრაინის ვეტერანთა ნაკრებმა ფეხბურთში საქართველოს გუნდი 1:0 დაამარცხეს. თამაში კიევში გაიმართა.
ერთადერთი გოლი მე–15 წუთზე სერგეი ნაზარენკომ გაიტანა.
საქართველოს ნარების შემადგენლობაში გამოვიდნენ წარსულში ცნობილი ფეხბურთელები: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა.
კიევში გალა–მატჩი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გამტკიცების, ასევე ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიზნით გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები, ასევე უკრაინის ფეხბურთის ვეტერანთა ასოციაცია.