სირიის არმიამ ჰომსი ტერორისტებისგან გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისირიის ქალაქი ჰომსი
სირიის ქალაქი ჰომსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალ–ვაერის კვარტლიდან ევაკუაციის ბოლო ეტაპის დროს გამოვიდა 2,5 ათასი ადამიანი, მათ შორის 700 ბოევიკი.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქალაქ ჰომსს მთლიანად სირიის არმია აკონტროლებს.

„ევაკუაციის პუნქტიდან ბოლო კოლონა ალ–ვაერის კვარტლიდან გამოვიდა, დარჩნენ მხოლოდ მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება არ სურდათ. მას შემდეგ, რაც კვარტალში გამნაღმველები შევლენ, გადაწყდება, მიეცეთ თუ არა მასმედიის წარმომადგენლებს ნება, პირადად ნახონ ბოლო გათავისუფლებული კვარტალი“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ს სირიის პოლიციის ოფიცერმა.

ქიმიური შეტევა - Sputnik საქართველო
CNN: აშშ ფლობს ჩანაწერს სირიელი სამხედროების მიერ ქიმიური შეტევის მომზადების თაობაზე

ბოევიკების გამოყვანის მეთერთმეტე ეტაპის პერიოდში ქალაქიდან გამოვიდა 2,5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 700 ბოევიკი.

ბოლო ეტაპი დაახლოებით 24 საათი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში შეიარაღებული რაზმების გამოძახების პუნქტში არანაირი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოევიკების დიდმა ნაწილმა ჰომსი მსუბუქი სასროლი იარაღით დატოვა, რგორც ეს წინასწარი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

ამ დროისთვის კვარტლის თავზე შავი კვამლი შეინიშნება, მაგრამ სირიის არც პოლიციისა და არც ჯარის წარმომადგენლებს ხანძრის მიზეზის ახსნა არ შეუძლიათ.

ალ–ვაერი ათი ეტაპის განმავლობაში სულ დაახლოებით 17 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 3,5 ათასზე მეტმა ბოევიკმა. კვარტლიდან ბოლო შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყვანის დასრულების შემდეგ ჰომსი იმ ქალაქებს შეუერთდება, რომლებსაც სირიის სამთავრობო ჯარები სრულად აკონტროლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0