თბილისი, 21 მაისი – Sputnik. კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები მოეწყობა. პროექტის სრული მასშტაბით ამოქმედება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი, აღნიშნულია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებაში.
ახალი ნაგავსაყრელების პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. არსებული ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.
პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG), ხოლო მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება.