საქართველოს საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

გამოწერა
გამოსაშვებ გამოცდებს 21-დან 25 მაისის ჩათვლით 40000-ზე მეტი მოსწავლე ჩააბარებს. ისინი 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდება.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. დღეს საქართველოს 1 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო, მოსწავლეები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა 5 ქულიდან იწყება და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვა საგანში გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

სკოლადამთავრებულები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ქართული ენის, როგორც მეორე ენის გამოცდას ჩააბარებენ. გარდა ამისა, 21 მაისს გეოგრაფიის გამოცდა ჩატარდება. უცხო ენასა და ბიოლოგიაში გამოცდები 22 მაისს ჩატარდება, ისტორიასა და ფიზიკაში — 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს, ქიმიაში — 25 მაისს.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება CAT-ს პრინციპით (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება). გამოცდების შედეგებს სკოლადამთავრებულები ადგილზევე გაეცნობიან.

გამოსაშვებ გამოცდებს 21-დან 25 მაისის ჩათვლით 40000-ზე მეტი მოსწავლე ჩააბარებს. ისინი 1500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდება. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0