ხვლიკები და კუები გადაარჩინეს: მათ საქართველოში უკანონოდ ყიდიდნენ

© photo: Sputnik / А. Соломонов / გადასვლა მედიაბანკშიწითელფეხებიანი კუ მოსკოვის ზოოპარკიდან
წითელფეხებიანი კუ მოსკოვის ზოოპარკიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუებსა და ხვლიკებს ინტერნეტ–მაღაზიის მეშვეობით უკანონოდ ძირითადად არასრულწლოვანები ყიდიდნენ.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი კვირის განმავლობაში ქართული ინტერნეტ–მაღაზიის მეშვეობით ხვლიკებისა და კუების გაყიდვის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

ხმელთაშუა ზღვის კუებს (ფასი 10–დან 25 ლარამდე მერყეობდა) ორი ადამიანი ყიდიდა.

თბილისის ზოოპარკის ბინადარი დათვი - Sputnik საქართველო
ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან

ერთ–ერთი გამყიდველი არასრულწლოვანი აღმოჩნდა და გარემოს დამცველები მის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. რაც შეეხება მეორეს, სრულწლოვანს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გამოუწერეს. საქმე სასამართლოს გადაეცა, ხოლო კუები გამოძიების პერიოდში – თბილისის ზოოპარკს.

კვირის განმავლობაში ასევე გამოავლინეს ხვლიკების უკანონო გაყიდვის ორი ფაქტი, საქართველოს ერთ–ერთი მოქალაქე ხვლიკ–დრაკონს 500 ლარად ყიდიდა, ხოლო მეორე ცდილობდა, 15 ლარად (თითო) გაეყიდა ხვლიკები, რომლებიც ძირითადად საქართველოში გვხვდება. ორივე არასრულწლოვანი აღმოჩნდა. ხვლიკი–დრაკონი დაიკარგა, დანარჩენი ქვეწარმავლების ამოღება და ბუნებაში გაშვება კი მოხერხდა.

ზემოაღნიშნული ქვეწარმავლები საქართველოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი. მათი უკანონო გაყიდვა ან ყიდვა, ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, 150–დან 850 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0