ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში როუჰანიმ გაიმარჯვა

© REUTERS / President.irირანის პრეზიდენტი ჰასან რპუჰანი
ირანის პრეზიდენტი ჰასან რპუჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ირანის პრეზიდენტი კვლავ ჰასან როუჰანი იქნება. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 57% მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის შს მინისტრ აბდულრეზა რაჰმანი ფაზლიზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის ხმათა 100% დათვლილია. ქვეყანაში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 56 მილიონ ადამიანს აქვს.

„ბოლო შედეგები, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოა: ხმების რაოდენობაა 41 220 131, როუჰანიმ მიიღო 23 549 616, ანუ ხმათა 57%, ირანელმა ხალხმა ის ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია“, – განაცხადა ფაზლიმ.

გიორგი კვირიკაშვილი ირანში - Sputnik საქართველო
საქართველომ და ირანმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორის საკითხი განიხილეს

როუჰანისთან ერთად პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოდნენ ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი აიათოლა იბრაჰიმ რაისი, კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აღა–მირსალიმი და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი–თაბა.

პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად ირანში ასევე გაიმართა არჩევნები საქალაქო საბჭოებში და პარლამენტში შუალედური არჩევნები.

როუჰანის გამარჯვება, ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მიულოცა.

„ირანელებმა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აქტიურად მიიღეს, ვულოცავ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის მიღებულ ძლიერ მანდატს“, – დაწერა მოგერინიმ Twitter–ის საკუთარ გვერდზე.

როუჰანის გამარჯვება ასევე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0