თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (-60კგ) ეკატერინბურგში მიმდინარე „დიდი შლემის“ სერიის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, ნათქვამია შეჯიბრების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელ რიუდჯუ ნაგაიამს დაუთმო.
მიუხედავად დამარცხებისა, 2013 წლის ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს 700 რეიტინგული ქულა აქვს, რამაც სპორტსმენს საშუალება მისცა თავის წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგის სათავეში იყოს.
პაპინაშვილის გარდა, ამ წონით კატეგორიაში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდა, რომელიც ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ რევოლიუს დაუთმო.
მედლის გარეშე დარჩა -66 წონით კატეგორიაში მოასპარეზე კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი.
17 წლის ბაგრატ ნინიაშვილი რეპეშაჟში ასევე დამარცხდა ბელარუს დმიტრი მინკოვთან, ხოლო ლაშა გიუნაშვილმა მეორე რაუნდში რუ ისლამ ხამეტოვს დაუთმო.
კვირას ეკატერინბურგის ტურნირზე გათამაშდება მედლები ოთხ წონით კატეგორიაში. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედ რეხვიაშვილი (-81კგ), უშანგი მარგიანი და ნიკა სიდამონიძე (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი პარკატი (-100კგ), ლევა მათიაშვილი და ონისე ბუღაძე (+100 კგ).