თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ბათუმში ქალბატონი, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, Mercedes-ის მარკის ავტომობილმა გაიტანა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
„სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა შემთხვევის ადგილას დროულად მივიდა, თუმცა, ქალი მიღებული ტრავმების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მძღოლს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს შს სამინისტრო თითქმის ერთი წელია, რა ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ატარებს. ქვეყანაში 1 ივლისიდან ამ კუთხით ჯარიმები მოიმატებს და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან, ქვეითად მოსიარულეების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.