მეტრო საზღვრებს გარეშე: ესკალატორები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტრო "რუსთაველი"
მეტრო რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროში დაამონტაჟებენ სპეციალურ კონსტრუქციებს, რომლებიც შშმ პირებს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ტრანსპორტის ამ სახეობით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალებას მისცემს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. წლის ბოლომდე თბილისის მეტროპოლიტენის ათამდე სადგური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ადაპტირებული გახდება, აღნიშნულია თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის განცხადებაში.

მეტროში დაგეგმილია სპეციალური კონსტრუქციების დამონტაჟება, რომელთა დახმარებით ეტლით მოსარგებლე შშმ პირები მარტივად შეძლებენ ესკალატორით გადაადგილებას.

შშმ პირები - Sputnik საქართველო
რას აკეთებენ საქართველოში შშმ პირთათვის და რა პრობლემები აქვთ მათ

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რკინის კონსტრუქციები იმ სადგურებზე დამონტაჟდება, სადაც კიბეები არ არის და მგზავრს პირდაპირ შეუძლია მისვლა ესკალატორამდე.

მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ესკალატორთან მისასვლელ კიბეზე სპეციალური დანადგარის დამონტაჟება, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ესკალატორამდე ჩაიყვანს, შემდეგ კი რკინის კონსტრუქციითა და ერთი პირის დახმარებით მგზავრი მატარებლის ბაქანთან მისვლას შეძლებს.

რკინის კონსტრუქციებს მეტროს ყველა სადგურზე ეტაპობრივად დაამონტაჟებენ. პირველ რიგში დაგეგმილია მეტროს „ვაგზლის მოედნის“, „თავისუფლების მოედნისა“ და „რუსთაველის“ სადგურების ადაპტაცია.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენის ორ ხაზზე 22 სადგური მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0