კუმისელი მოჩვენება სოციალურ ქსელებში "დაეხეტება"

CC BY 2.0 / Jordi Carrasco / Ghostმოჩვენების სახე
მოჩვენების სახე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარი წლის შემდეგ კვლავ ალაპარაკდნენ "მოჩვენებაზე", რომელიც კუმისის მოსახლეობას აშინებს.

არსებობს თუ არა "კუმისელი მოჩვენება", ეს კითხვა თითქმის ერთი წელია არ ასვენებს კუმისელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არაერთხელ უნახავთ უცნაური არსება.

გაფერადებული სახის მქონე მაღალი, გამხდარი არსება, რომელიც უცნაურ ბგერებს გამოსცემს — ასე აღწერენ "კუმისელ მოჩვენებას" ისინი, ვისაც ის გადაეყარა. ის ჯერ ფანჯრებზე აკაკუნებს და სახლში შეშვებას ითხოვს, თუ მას კარს არ უღებენ, ფანჯრების მსხვრევას იწყებს. მისი დაჭერა ვერაფრით ვერ ხერხდება. ის მაშინვე უჩინარდება. კუმისის გარდა, მოჩვენება უნახავთ მეზობელ სოფლებში — კოდაში, ბორბალოში, ასურეთსა და გოუბანში.

პირველად მოჩვენებაზე 2016 წლის აგვისტოში ალაპარაკდნენ და თითქმის ნახევარი წელი კამათობდნენ. მას სახელიც შეარქვეს — "რეიკი". სხვა სიტყვით, თოვლის კაცი, რომლის არსებობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. დროთა განმავლობაში "კუმისელი რეიკი" დავიწყებას მიეცა. მაგრამ ახლახან Facebook-ში გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას პოსტი გაჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მან ახსნა "პარანორმალური" მოვლენის საიდუმლო.

მოჩვენება - Sputnik საქართველო
კუმისელი მოჩვენება - პარანორმალური მოვლენა თუ მასობრივი ფსიქოზი

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მოჩვენებაზე მითი სპეციალურად შექმნეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა აიძულონ, მიზერულ ფასად გაყიდონ უცხოელებზე მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები. მოჩვენების როლს კი, მისი აზრით, ასრულებდნენ სპეცრაზმელები რეზინის სკაფანდრებით, რომლებიც დარბოდნენ სოფლებში და მოსახლეობას აფრთხობდნენ.

თუმცა, ასეთმა ვერსიამ პირველად არ გაიჟღერა. შარშან, როდესაც კუმისში მასობრივი პანიკა დაიწყო, მოსახლეობის ნაწილი მცხოვრებთა წინასწარ ჩაფიქრებულ ტერორზე ალაპარაკდა.

ამ არგუმენტს ამყარებს ისიც, რომ, ადგილობრივთა მტკიცებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილი უცხოელებზე გაიყიდა. არაბი ინვესტორისთვის 300 ჰექტარი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით კუმისში კვირის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ისინი საქონლის საძოვრად იყენებდნენ, შეღობვის მიზნით უკვე სპეციალური სვეტები დამონტაჟდა.

ასე რომ, ვინ აფრთხობს კუმისელებს, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ Facebook-ზე ეს საკითხი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად განიხილება.

მომხმარებელი ირმა გოგშელიძე ამტკიცებს, რომ თავად ნახა მოჩვენება და ის ადამიანს არ ჰგავდა.

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს სპეცრაზმელები იყვნენ… ესენი იყვნენ უცხოპლანეტელში ჩასახლებული დემონები, რომლებსაც გარდასახვა შეეძლოთ", — წერს Irma Gogshelidze.

"ასე მანდ ჩვეულებრივი გადაცმული ადამინები ვერ ირბენდნენ 6 დღე-ღამე, გავათენე მათთან. სხვა რამე ხდებოდა, სხვა!!!" — წერს Lela Ninua.

ერთ-ერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ მოჩვენება კუმისის გარდა სხვაგანაც უნახავთ.

"რა სისულელეებს წერთ. ის მართლაც იყო და ხალხმა ის საკუთარი თვალით ნახა ბოლნისშიც და თბილისში. ის ერთ სახლში შევიდა და მძინარე ადამიანებს თავზე დაადგა. ეს ჭორები არ არის", — წერს Abd Abd.

"ზღაპრებია. რა მიწები? მიწა რა შუაშია. ჩემმა ახლობლებმა ის საკუთარი თვალით ნახეს. ჩემი ბიძაშვილი კუმისელია, მან ნახა რეიკი", — წერს ნატა არველაძე.

ამ მოსაზრებების მიუხედავად, სხვა მომხმარებლებისთვის მოჩვენებად გადაცმული სპეცრაზმელების ვერსია უფრო მისაღები აღმოჩნდა.

"თავიდანვე ასე მეგონა… შიშის ფაქტორია!!!" — წერს Nino Bazadze.

"კიდევ ერთი დადგმული სპექტაკლი და წინ კიდევ რამდენი გველოდება!" — Besiki Adamia.

ამ საკითხზე ბევრი ხუმრობს.

"როგორც ირკვევა, კუმისელი რეიკი არაბების მაკლერი ყოფილა", — წერს Nuka Gogebashvili.

"ლოგიკურად რეიკი არაბების შთამომავალი გამოდის", — წერს ანი ხოსიტაშვილი.

"თავს უშველეთ ვინც ვარკეთილის მეტროსთან იმყოფება სასწრაფოდ! რეიკი ისევ გამოცხადდა ამჟამად ვარკეთილის მეტროსთან", — წერს Teona Dolidze.

"კუმისელი მოჩვენება" იმდენად პოპულარული გახდა, რომ სოციალურ ქსელში მისი "გვერდიც" კი არსებობს, თანაც არაერთი, სადაც მხიარული ფოტოები, "გიფები" და სტატუსები ქვეყნდება.

მაღაზიაში გადავირბინე დიეტური კოლას საყიდლად:)

 

ყველა ახალი ამბავი
0