თბილისი, 18 მაისი — Sputnik. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უეფას ჩემპიონთა ლიგასა და უეფას ევროპის ლიგაში გამარჯვებულს ჯილდო კვლავ საფეხბურთო მოედანზე გადაეცემა, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„მინდორი — ფეხბურთელებისთვის სცენაა და მხოლოდ ის გამოდგება მიღწევების აღსანიშნავ ადგილად. ჩანაფიქრი ასევე ისაა, რომ ოფიციალური პირები ტრიბუნიდან ფეხბურთელებთან უნდა ჩამოვიდნენ, მათ სცენაზე, რათა ჯილდოს გადაცემის გზით, მათ მიმართ სათანადო პატივისცემა გამოხატონ", — განაცხადა ჩეფერინმა.
ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მიიღებენ შესაძლებლობას, გამარჯვება მინდორზე პარტნიორებთან ერთად იზეიმონ, და ამას უყურონ გულშემატკივრებმა.
დაჯილდოების მსგავსი ცერემონია ადრე იმართებოდა, მაგრამ უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატონის მოსვლის შემდეგ ის შეიცვალა.
ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად გასული წლის სექტემბერში აირჩიეს.