სომხეთი მთავრობის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის მთავრობის სხდომათა დარბაზი
სომხეთის მთავრობის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ეროვნული კრების ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა ჩაატარა, რომლის შემდეგ, პროცედურის თანახმად, მთავრობა გადადგა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სომხეთის მეექვსე მოწვევის ეროვნული კრება ხუთშაბათს პირველ სხდომას ატარებს, იუწყება "Sputnik-სომხეთი".

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს უნდა გადადგეს. სხდომა 18 მაისს იმართება.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთავრობის გადადგომის ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მთავრობის წევრები აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე.

სომხეთის ცესკოს სხდომა - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: საბოლოო შედეგები

რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მთავრობის გადადგომიდან ათდღიან ვადაში ნიშნავს. პრემიერის დანიშვნიდან 20-დღიან ვადაში ყალიბდება მინისტრთა კაბინეტი. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის ძველი წევრები საკუთარი მოვალეობების შესრულებას აგრძელებენ.

მმართველი რესპუბლიკური პარტიის პრეს-მდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე რესპუბლიკური პარტია ისევ მოქმედი პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის კანდიდატურას წარადგენს.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2 აპრილს ჩატარდა. პარლამენტში 4 პოლიტიკური ძალა გავიდა. სომხეთის ცესკოს მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 58 მანდატი (მათ შორის 3 მანდატი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებმა მიიღეს), ბლოკმა „ცარუკიანი“ – 31 (მათ შორის 1 მანდატი რუსულმა სათვისტომომ მიიღო), ბლოკმა „ელკი“ – 9, პარტია „დაშნაკცუტუნმა“ – 7 მანდატი.

ყველა ახალი ამბავი
0