საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: საბოლოო შედეგები

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის ცესკოს სხდომა
სომხეთის ცესკოს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პარლამენტში ოთხი პოლიტიკური ძალა შევიდა, ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული საბოლოო შედეგები.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე 2 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა, იუწყება Sputnik–სომხეთი“.

შედეგების თანახმად, მეექვსე მოწვევის ეროვნულ სათათბიროში შევიდა ოთხი პოლიტიკური პარტია: სომხეთის რესპუბლიკური პარტია — 770 441 ხმა, ბლოკი „ცარუკიანი“ – 428 836 ხმა, ბლოკი „ელკი" („გამოსავალი") – 122 065 ხმა, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია ,„დაშნაკცუტუნი" – 103 048 ხმა.

სომხეთის ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები სომხეთში: ცესკო-მ წინასწარი შედეგები შეაჯამა

ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 2 585 468 ამომრჩევლიდან 1 575 786 ადამიანი (გამოცხადება — 60,93%) მონაწილეობდა. გაბათილდა 6675 ბიულეტენი.

მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, განაცხადა სომხეთის ცესკოს თავმჯდომარემ ტიგრან მუკუჩიანმა.

სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 58 მანდატი, ბლოკმა ,,ცარუკიანი" – 31, ბლოკმა ,,ელკი" – 9, პარტია ,,დაშნაკცუტუნმა" – 7, განაცხადა მუკუჩიანმა.

მან დასძინა, რომ რესპუბლიკური პარტიის შემადგენლობაში პარლამენტში მოხვდა ეროვნული უმცირესობების სამი წარმომადგენელი (იეზიდი, ასირიელი და ქურთი), ხოლო ბლოკიდან ,,ცარუკიანი" — ერთი მანდატი რუსული თემის წარმომადგენელმა მიიღო.

უფრო ადრე ცესკომ განაცხადა, რომ მეექვსე მოწვევის ეროვნულ სათათბიროში 105 დეპუტატი იქნება.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. მონაწილეობდა ცხრა პოლიტიკური ძალა — ხუთი პარტია და ოთხი ბლოკი. არჩევნები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩატარდა. სომხეთი, ფაქტობრივად, საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0