არჩევნები სომხეთში: ცესკო-მ წინასწარი შედეგები შეაჯამა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსომხეთის ცესკო
სომხეთის ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ყველა 2009 საარჩევნო უბნის მონაცემები დამუშავებულია - წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ოთხი პოლიტიკური ძალა შევიდა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის ეროვნული კრების არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა.

სომხეთის მმართველმა  რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 49,12% (771 247 ხმა), ბლოკმა „ცარუკიანმა“— 27,32% (428 965), პარტიამ „დაშნაკცუტიუნმა“ 6,57% (103 173 ხმა), ბლოკმა „ელქმა“ — 7,77% (122 049 ხმა), პარტიამ „სომხური აღორძინება“ – 3,71% (58 277 ხმა), ბლოკმა „ოგანიანი — რაფი — ოსკანიანი“— 2,7% (32 504 ხმა), ბლოკმა "АНК-НПА" — 1,65% (25 975 ხმა), პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“— 0,94% (14 746 ხმა), სომხეთის კომუნისტურმა პარტიამ — 0,75% (11 745 ხმა), იუწყება Sputnik Армения.

მიღებული შედეგების თანახმად, გამოცხადდა ამომრჩეველთა 60,93% (1 573 323 ადამიანი). სულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 2 588 590 ამომრჩვეველს ჰქონდა.

ბათილად სცნეს 6701 ბიულეტენი. სხდომაზე ეროვნულ კრებაში არჩევნებზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების ოქმს კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საბოლოო შედეგები შვიდი დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

2 აპრილს სომხეთში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. სომხეთი ფაქტობრივად მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადადის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0