საქართველოში 30-ზე მეტ კვების ობიექტში სანიტარული ნორმების დარღვევები აღმოაჩინეს

გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი კვების ადგილები შეამოწმა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 34 კომპანია, რომლებიც აწარმოებენ კვების პროდუქტებს და დაკავებული არიან მისი რეალიზაციით, სტანდარტებისა და სანიტარული ნორმების დარღვევებისთვის დააჯარიმა.

ბავშვი ვაშლით ხელში - Sputnik საქართველო
სკოლებთან ვაშლით სავსე თასი: განათლების მინისტრის ოცნება

გარდა ამისა, დაიკეტა საზოგადოებრივი კვების ოთხი ობიექტი, აღნიშნულია სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8-14 მაისის პერიოდში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 საკვების ობიექტის ინსპექტირება ჩაატარა.

მსგავსი სახელმწიფო შემოწმებები პერმანენტულად ტარდება.

სპეციალისტები აფიქსირებენ ნაწლავური ინფექციების დაავადებების, ეპიდემიისა და სხვა დაავადებების შემთხვევებს, რომლებიც გამოწვეულია კვების უხარისხო პროდუქტებით, კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევებს, გარემოს დაბინძურების, ასევე მომხმარებლის მოტყუების შემთხვევებს.

ყველა ახალი ამბავი
0