სკოლებთან ვაშლით სავსე თასი: განათლების მინისტრის ოცნება

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიბავშვი ვაშლით ხელში
ბავშვი ვაშლით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ სკოლის მოსწავლეები ჯანსაღად იკვებებოდნენ.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის მოსწავლეთა ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

№103 სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: ბავშვებმა უნდა ისწავლონ და არა იტანჯონ

საქართველოს სკოლის ბუფეტებში აიკრძალა ჩიფსების, ორცხობილების, შოკოლადის, კანფეტის და გაზიანი სასმელების გაყიდვა. ამასთან ერთად განათლების სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან აქტიურად თანამშრომლობს სკოლების სასარგებლო კვების პროდუქტებით მომარაგების კუთხით.

"ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ. შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს. ნუ შეჭამს, თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ", – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.

მინისტრმა ასევე ამ პროცესში მშობლების ჩართვის მნიშვნელობა აღნიშნა. ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი კვება სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებაში დაეხმარება და სკოლის მასალის ათვისებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0