სამტრედიაში ავტოავარიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომობილში 3 მგზავრი იმყოფებოდა. შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სამტრედიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ არის დაშავებული, იუწყება ტელეკომოპანია „რუსთავი 2".

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია ხუთი ადამიანი

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომობილში 3 მგზავრი იმყოფებოდა. შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0