ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი მიმდინარეობს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას შეხვდა, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კობახიძე ვარშავაში ოთხშაბათს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე უმაღლესი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის პირველ დღეს დუდამ სამიტის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელები მიიღო.

"შეხვედრაზე ეროვნული პარლამენტების როლზე საერთაშორისო პოლიტიკაში, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

მარეკ კუხჩინსკი და ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
პოლონეთის სეიმის სპიკერი საქართველოს ივლისში ეწვევა

გუშინ კობახიძე პოლონეთის სეიმის სპიკერს, მარეკ კუხჩინსკის შეხვდა. მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი ვარშავაში 17 მაისს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, ხორვატიის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინისა და უნგრეთის წარმომადგენლები.

2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ პერიოდში საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმდა 15 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0