ივანიშვილის დენდროპარკის მორიგი ბინადარი ფოთში ინციდენტის მიზეზი გახდა

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Torquay Palms / Summer in Torquayაყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პალმის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა, სატვირთო ავტომანქანით ფოთის პორტიდან ექს-პრემიერის აგარაკზე – შეკვეთილში გადაჰქონდათ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. შეფერხებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა გვიან ღამით საპორტო ქალაქ ფოთში, რისი მიზეზიც პალმის ხე გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
მილიარდერი და ხეები: ივანიშვილი დენდრარიუმს სკანდალის ფონზე აშენებს

ტელეკომპანიის ცნობით, მოზრდილი მცენარე, რომელიც ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და რომელიც ფოთის პორტიდან შეკვეთილში, ივანიშვილის აგარაკზე გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ, მისაბმელზე სიმძიმე არასწორად იყო განაწილებული, რის გამოც ერთ-ერთ მოსახვევში მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ამჟამად იმ გადამზიდავი კომპანიის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ტრასპორტირება.

ყველა ახალი ამბავი
0