ეძებენ ტალანტებს: დამწყებ მუსიკოსებს Tbilisi Open Air-ზე გამოსვლა შეუძლიათ

გამოწერა
Tbilisi Open Air-ი მუსიკალური ფესტივალია, რომლის სცენაზეც წელს რუსული ჯგუფი Ленинград გამოვა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში  ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში Tbilisi Newcomers 2017-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. გამარჯვებულებს Tbilisi Open Air 2017-ზე გამოსვლის შანსი მიეცემათ.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ პერიოდში მის სცენაზე გამოვიდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიც არიან Земфира, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვა.

წელს Tbilisi Open Air-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 16-18 ივნისს გაიმართება და სცენაზე 40-ზე მეტ უცხოელ და ქართველ შემსრულებელს მოუყრის თავს.

ჯგუფიЛенинград - Sputnik საქართველო
ჯგუფი „ლენინგრადი“ საქართველოში: თარიღი და ბილეთები

ფესტივალის ჰედლაინერებს შორისაა რუსული ჯგუფი Ленинград, ლონდონის ბენდი Archive, ლივერპულის პროგრესივ როკ-ჯგუფი Anathema, ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevdaliza, დიჯეები Oxia (საფრანგეთი), Ripperton (შვეიცარია) и Alex.Do. (გერმანია).

პროექტი Tbilisi Newcomers-ი 2009 წლიდან ხორციელდება და ახალი მუსიკალური ბენდებისა და მუსიკალური პროექტების მოძიებას ემსახურება, ასევე მხარს უჭერს ქართული ალტერნატიული მუსიკის განვითარებას.

დაინტერესებულ მუსიკოსებს 27 მაისის ჩათვლით პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ რეგისტრაცია. პორტალზე უნდა ატვირთონ საკუთარი ფოტო, სამი საკუთარი კომპოზიცია mp3 ფორმატში და ბიოგრაფია.

შერჩევის პროცესი ოთხი ეტაპისგან შედგება: მიღებული აპლიკაციების განხილვა, showcase, ფინალური შოუ-კონცერტი და გამარჯვებულების გამოცხადება.

Showcase 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. შერჩეული ბენდები ცოცხლად შეასრულებენ თავის კომპოზიციებსა და ქავერებს ცნობილ ჰიტებზე.

7 ივნისს გამოაცხადებენ სამ გამარჯვებულს, რომლებიც გამოვლენ ფინალურ შოუ-კონცერტზე. ის 10 ივნისს ლისის ტბაზე, ილიას უნივერსიტეტის თეატრის მე-11 დაბადების დღეს ჩატარდება.

სამი საუკეთესო ბენდი მიიღებს Tbilisi Open Air 2017-ზე 16, 17 და 18 ივნისს გამოსვლის შესაძლებლობას.

პროექტს Tbilisi Newcomers წარმოადგენს მუსიკალური კომპანია Altervision Group და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0