GreenExpo თბილისის უძველეს ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი თბილისის ბოტანიკური ბაღი საქართველოში მებაღეობის კულტურის განვითარებაში წვლილს შეიტანს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისი 19-20 მაისს პირველად მიიღებს მონაწილეობას "მწვანე გამოფენაში" – GreenExpo, სადაც წარმოდგენილი იქნება მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინისა და გამწვანების ექსპოზიციები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.

მინერვას ბაღი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს უძველესი ბოტანიკური ბაღები

გამოფენა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ახალ დეკორატიულ საპარკე სივრცეში გაიმართება. გამოფენის ფარგლებში ამ სფეროში მოღვაწე 15-მდე ორგანიზაციას, ბაღებს, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ თავისი პროდუქტის დემონსტრაცია ერთ სივრცეში, მოიზიდონ მომხმარებლები და დაამყარონ და გააღრმავონ ბიზნეს-ურთიერთობები.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

"მწვანე გამოფენის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეების დაჯილდოება პრიზებითა და სერთიფიკატებით.

პროექტის მიზანია საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს, პარკებსა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

გამოფენა GreenExpo ტრადიციული გახდება და ხელს შეუწყობს საბაღე კულტურის განვითარებას ქვეყანაში, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

ყვავილნარი ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის" სადარაჯოზე

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პირველია სამხრეთ კავკასიაში და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში.

"ვუზიარებთ ბუნების სიყვარულს 1636 წლიდან" — აღნიშნული სლოგანი 2016 წელს ბოტანიკური ბაღის 380 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეირჩა.

1636 წელს ცნობილი ფრანგი მოგზაურის, შარდენის ჩანაწერებში გვხვდება ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი სამეფო ბაღის არსებობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0