ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის" სადარაჯოზე

© photo: Sputnik / Stringerყვავილნარი ბოტანიკურ ბაღში
ყვავილნარი ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და მის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე მოგვითხრობს.

საქართველოს ბოტანიკურ ბაღებს შორის საქართველოს ეროვნული (თბილისის) ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესია ამიერკავკასიაში.

2016 წელს საქართველოს ეროვნულ (თბილისის) ბოტანიკურ ბაღს 380 წელი შეუსრულდა. ეს არ არის მისი ზუსტი ასაკი. პირველი წყაროების მიხედვით, 1636 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღი (იმ დროს სამეფო კარის ბაღი), უკვე ასრულებს ბოტანიკური ბაღის ფუნქციას და მისი ასაკის ათვლასაც სწორედ ამ დროიდან ვიწყებთ.

© ნინო გოცაძის პირადი არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში

საარქივო მასალებში მხოლოდ რამდენიმე მწირი ჩანაწერი მოიძებნება ბაღის შესახებ. ბოტანიკური ბაღი დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშევიჩის (1785) და ჩუიკოს (1800) მიერ შედგენილ თბილისის რუკებზე. ფრანგი მოგზაური შარდენი (1672), კავკასიის ფლორის პირველი მკვლევარი-ბოტანიკოსი ტურნეფორი (1701), ფრანგი მოგზაური დელაპორტი ბაღს წარმტაც ადგილად მოიხსენიებენ. შედარებით ვრცლად აღწერს XIX საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ნაშრომში „თბილისის სიძველეთა აღწერა“. დეკორატორი არნოლდ რეგელი კი ბოტანიკური ბაღის ტერასებს ბაბილონის დაკიდებულ ბაღებს ადარებს.

© საქართველოს ეროვნული არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ სამეფო კარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და „სახელმწიფო სახაზინო ბაღი ეწოდა“. მოგვიანებით ბაღს „სააფთიაქო ბაღის“ ფუნქცია დაეკისრა. თუმცა, სამკურნალო მცენარეების გარდა, აქ გაშენებული იყო ვაზი, ხეხილი და დეკორატიული მცენარეები, ჰქონდათ სანერგეც.

© ეროვნული ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

1845 წლის 1 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იგი ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო კავკასიაში. ოფიციალური სტატუსის მინიჭების შემდეგ გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო კავკასიის ფლორის შესწავლის და მცენარეთა კოლექციის შეგროვების ცენტრი და ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების საუკეთესო ჯიშების და სხვა ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მცენარეების შემოტანის, გამრავლებისა და გავრცელების კერა. მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შექმნის მიზნით მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოტანილი ნიმუშებით შეიქმნა უცხოური ფლორის საკოლექციო ნაკვეთები, რაც დღემდე ბაღის სიმდიდრეს წარმოადგენს.

© საქართველოს ეროვნული არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

მეოცე საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ბოტანიკური ბაღი მსხვილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად იქცა. ფართო მასშტაბით გაიშალა კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის, მცენარეთა ფიზიოლოგიის, სელექციის და მცენარეთა დაცვის ხაზით. 1856 წლიდან ბაღის ცალკეულ ნაკვეთებზე შეიქმნა არაერთი განყოფილება. მოგვიანებით მას შეემატა ფუნქციურად ახალი შენობა-ნაგებობები და სამეცნიერო განყოფილებები: ჰერბარიუმი, სანერგე, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია, მემინდვრეობის და სამედიცინო მცენარეთა, მეტეოროლოგიური, მცენარეთა დაცვის, სელექციის და სხვა განყოფილებები.

© ნინო გოცაძის პირადი არქივითბილისის ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღი

ბაღის სანერგეში გამოჰყავდათ სამედიცინო, სამღებრო, ეთერზეთოვანი და სხვა ეკონომიკური მნიშვნელობის 500-მდე სახეობის კოლექციები. აქვე იყო „გერმანეს ხეხილის ბაღი“, ცნობილი მსხლის, ვაშლის, გარგრის, ალუბლის, ალუჩის, ატმის, კომშის, კაკლის და სხვა ხილ-კენკროვანი მცენარეების 400-მდე და ვაზის 50 სადედე ჯიშით. სამწუხაროდ, დღეს ხეხილის, ვაზის და ეკონომიკური მნიშვნელობის კოლექციები განადგურებულია.

© ნინო გოცაძის პირადი არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

6,5 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის ფართობი 1896-1919 წლებში 61,5 ჰა-მდე გაიზარდა. 1943–2007 წლებში ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შედის, ტერიტორია 128 ჰა-ს აღწევს. 2011 წელს ბოტანიკური ბაღის ფართობი 87 ჰა-მდეა შემცირებული და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში გადადის.

ეს რაც შეეხება ისტორიულ ცნობებს. ახლა მინდა ცალკე აღვნიშნო „კავკასიის ცოცხალი ფლორის“, დღეს უკვე — „მცენარეთა კონსერვაციის განყოფილება“, რომელსაც ადგილობრივი ფლორის დაცვის საქმეში ჩამოყალიბების დღიდან ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. 1902 წლიდან აქ შეიქმნა და დღემდე დაცულია კავკასიის ველური ფლორის ცოცხალ მცენარეთა კოლექციები და თესლების ნიმუშები. საკოლექციო ნაკვეთზე მოზარდი მცენარეების ხელმისაწვდომობა კავკასიის ფლორის კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდწილად განაპირობებდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ცნობადობას და პოპულარობას საზღვარგარეთ.

© ნინო გოცაძის პირადი არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მცენარეთა კონსერვაციის განყოფილებაში 2001 წელს, ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის დაფინანსებით, მისურის ბოტანიკური ბაღის კოლეგებთან ერთად დაარსდა კავკასიის მცენარეთა რეგიონული თესლის ბანკი (Caucasus regional Seed Bank — CRSB).

© ნინო გოცაძის პირადი არქივითესლების დაცული კოლექციები ბოტანიკურ ბაღში
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
თესლების დაცული კოლექციები ბოტანიკურ ბაღში

მცენარეთა ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნების და მდგრადი გამოყენების მიზნით დიდი ბრიტანეთის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის თესლის კონსერვაციის განყოფილებაში 2000 წლიდან ხორციელდება მსოფლიო მნიშვნელობის „ათასწლეულის თესლის ბანკის პროექტი“ (Millennium Seed Bank Project — MSB), რომლის პირველი ეტაპი MBS-1 (2000-2010 წლები) ითვალისწინებდა მსოფლიოს თესლოვანი მცენარეების 10% თესლის (24000 სახეობა) შეგროვებას და შენახვას „ათასწლეულის თესლის ბანკში“. პროექტის მეორე ეტაპი MSB-2 (2010-2020 წწ.) ითვალისწინებს მსოფლიოს თესლოვანი მცენარეების 15% თესლის შეგროვებას და შენახვას “ათასწლეულის თესლის ბანკში” და ასევე მათ პრაქტიკულ გამოყენებას კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.

© ნინო გოცაძის პირადი არქივიკამპანულა თესლის ბანკში
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
კამპანულა თესლის ბანკში

მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების ბაზაზე დაარსებული კავკასიის რეგიონული თესლის ბანკი 2005 წლიდან შეუერთდა „ათასწლეულის თესლის ბანკის პროექტს“. პროექტის ფარგლებში ხდება საქართველოს ფლორის წითელი ნუსხის იშვიათი, ენდემური და გადაშენების საფრთხის პირას მყოფ მცენარეთა სახეობების ex situ კონსერვაცია (სახეობის ცოცხალი კოლექციების და გენეტიკური მარაგების შექმნა მათთვის არაბუნებრივ საარსებო გარემოში — ლაბორატორიებში, ბოტანიკური ბაღის კოლექციებში) და თესლის ბანკის შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს ფლორის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ დაცული სახეობების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ან საერთოდ დაიკარგა ბუნებაში, თესლის ბანკიდან მოხდება მისი აღდგენა და რეინტროდუქცია (გადატანა), პირვანდელ საარსებო გარემოში.

© ნინო გოცაძის პირადი არქივიქართული ზამბახისა და ნეკერჩხლის ნიმუშები თესლის ბანკში
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
ქართული ზამბახისა და ნეკერჩხლის ნიმუშები თესლის ბანკში

დღეისათვის კავკასიის რეგიონული თესლის ბანკში გრძელვადიანი შენახვისთვის განთავსებულია 1500-მდე სახეობის მცენარის თესლის 1592 ნიმუში. მათ შორის 127 საქართველოს ენდემია, 239 – კავკასიის. დანარჩენი — იშვიათი, რელიქტური და კულტურაში მყოფი სახეობების ველური მონათესავე სახეობების თესლებია, რომლებიც აქამდე არ იყო განთავსებული „ათასწლეულის” თესლის ბანკში. ცნობები კავკასიის რეგიონული თესლის ბანკში დაცული სახეობების შესახებ განთავსებულია მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში BRAHMS (Botanical Research and Herbarium Management System). საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებული კავკასიის რეგიონული თესლის ბანკში შენახული თესლების დუბლიკატები საჰერბარიუმო ნიმუშებთან ერთად ინახება კიუს ბოტანიკური ბაღის „ათასწლეულის თესლის ბანკში“ და ჰერბარიუმში.

© ნინო გოცაძის პირადი არქივისაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

„ათასწლეულის თესლის ბანკის“ პროექტი, მცენარეთა თესლების ბანკის შექმნასთან ერთად, გულისხმობს სახეობათა რეინტროდუქციას ბუნებრივ საარსებო გარემოში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს წითელი ნუსხის, საქართველოს ენდემური სახეობის, ქართული ნუშის (Amygdalus georgica Desf.) თესლის ბანკში დაცული თესლებიდან მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების მიერ მიღებული ორწლიანი ნერგები, სახეობის აღდგენის მიზნით, გადატანილ იქნა სოფელ იგოეთის ტერიტორიაზე. ეს სახეობა პირველად აღწერილი იყო სწორედ ამ ტერიტორიაზე.

© Sputnik/ Levan Avlabreliთბილისის ბოტანიკური ბაღი
ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის სადარაჯოზე - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღი

ჩვენი ძვირფასი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დამსვენებელთა განტვირთვისა და რელაქსაციის გარდა, მუდმივად ზრუნავს საქართველოს ფლორის დაცვასა და შენარჩუნებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0