18 წელი ავტომექანიკოსის მკვლელობისთვის

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ავტოსახელოსნოს თანამშრომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტანტინე ლაშქარაშვილი თბილისში ავტოსახელოსნოს თანამშრომლის რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობის 18 წელი მიუსაჯა, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" სასამართლოს პრეს-სამსახურში.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი დააკავეს

მკვლელობა 2016 წლის სექტემბერში ვაკეში მოხდა. მჭედლიშვილი რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობით ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლაშქარაშვილი ზესტაფონში დააკავეს. მომხდარის მიზეზი ჩხუბი გახდა, როგორც ამის შესახებ ადრე შსს-ში აცხადებდა.

ტელეკომპანია Imedi-ის მონაცემებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშქარაშვილს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი — პაატა ხოფერია, რომელიც მკვლელობის მომენტში ლაშქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0