თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პოლიციამ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მოკლულის შვილიშვილი და მისი მეგობარი დააკავეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
სამართალდამცველების ინფორმაციით 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ორივე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).