თავდადებული მშობლის ტიტული: საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები დააჯილდოვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili17 მაისის აქცია
17 მაისის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახებს, სადაც ექვსი და უფრო მეტი ბავშვი იზრდება, თვდადებული მშობლის ტიტული მიანიჭა. 

თბილისში, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 17 მაისს აღინიშნება, მრავალშვილიანი ოჯახები  სამების  საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ.

„ჩვენ დღეს უფალს შევთხოვოთ, რომ მან ჩვენი ოჯახები დალოცოს, ეს ოჯახის ზეიმია.  ჩვენ ვილოცებთ, რომ ქართული ოჯახები იყოს მტკიცე, რათა ქართულ ოჯახებში ბევრი ბავშვი გაიზარდოს“, — განაცხადა ილია მეორემ.

ოჯახის სიმტკიცის დღე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობით დაიწყო, რომელშიც 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საყოველთაო მსვლელობის მონაწილეების უმეტესობა, მათ შორის, ბავშვები, ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მორწმუნეებს ხელში ეჭირათ ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების ხატები.


ყველა ახალი ამბავი
0