თბილისში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

გამოწერა

თბილისის ცენტრში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა მასშტაბური აქცია.

თბილისში ოთხშაბათს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. მრავალათასიანი აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მისმა მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ჩაიარეს და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ.

მსვლელობაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები, ჯერ კიდევ დილით მივიდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) შენობასთან. შემდეგ საქართველოს დროშებით, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატებით გაემართნენ ვარდების მოედნისკენ, სადაც მათ მეორე და უფრო მრავალრიცხვოვანი ჯგუფი ელოდა. მათ მსვლელობა ერთად განაგრძეს რუსთაველის გამზირზე.

მსვლელობის ბევრი მონაწილე, მათ შორის ბავშვები, გამოწყობილი იყო ეროვნულ სამოსში. მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიასვენებდა აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის, ასევე სხვა წმინდანების ხატებს. მსვლელობის დროს პოლიციამ საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაკეტა იმ ქუჩებზე, სადაც მიმდინარეობდა აქცია.

ყველა ახალი ამბავი
0