ფერმერები ბოსტნეული კულტურების მოყვანის ახალ ტექნოლოგიებს ეცნობიან

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიფერმერები
ფერმერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმერების გადამზადება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანია "ჰუნანის" სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის "სასათბურე ბოსტნეულის წარმოება" ფარგლებში მიმდინარეობს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერი ორკვირიან გადამზადების კურსს რუსთავსა და მარნეულში გადის. იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

"ფერმერთა გადამზადების პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და დანერგვა ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი წარმოების ზრდას განაპირობებს. პროგრამის ფარგლებში ფერმერები გაეცნობიან ამ კუთხით არსებულ სიახლეებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარება სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი მეტი პროდუქტი აწარმოონ", — აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ვაშლის ინტენსიური ბაღები თბილისის მახლობლად სართიჭალაში - Sputnik საქართველო
რა სახის ხელშეწყობა სჭირდება ფერმერს სახელმწიფოსგან

ამ ეტაპზე ფერმერების გადამზადების რიგით მე-9 სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

სასწავლო კურსის მიზანს ფერმერებისთვის, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის და მართვის საკითხების სწავლება წარმოადგენს.

პროექტის "სასათბურე ბოსტნეულის წარმოება" ფარგლებში გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა.

სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა.

ყველა ახალი ამბავი
0