ყოფილი ბიოლაბორატორიის გაყიდვა ჩაიშალა: დაკავებულია ჩინოვნიკი

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურჯაანის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ქრთამის სანაცვლოდ სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის აუქციონზე გაყიდვას რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეეცადა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩინოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაკავებულია ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად გაყიდვის მცდელობის გამო, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათიაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასებას, შემდგომ აუქციონზე გატანას და გამარჯვებაში დახმარებას დაპირდა.

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
სუს-ის 2016 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ამის სანაცვლოდ მათიაშვილმა დაინტერესებულ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო. სამართალდამცველებმა ჩინოვნიკი ქრთამის აღების მომენტში დააკავეს. თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

მათიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0