სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფეები და რესტორნები თბილისში
კაფეები და რესტორნები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულად გადაღებულ კადრებს, ზოგიერთ კვების ობიექტზე სამზარეულოებში არსებული ანტისანიტარიის შესახებ, საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის, 34 ბიზნეს ოპერატორი დააჯარიმა, ხოლო 4 ბიზნეს ოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერა, იუწყება სააგენტოს პრეს სამსახური.

„სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენენ. სეს- ი შედეგებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის"- აღნიშნეს სააგენტოში „Sputnik საქართველოსთან" საუბარისას.

ავტომობილებიდან თამბაქოს ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმები შემოდის

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნეს ოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ფარულად გადაღებული კადრები ზოგიერთი კვების ობიექტის სამზარეულოში არსებული ანტისანიტარიის შესახებ, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0