კონტრაბანდისტები გამოიჭირეს: ამოღებულია ათასობით კოლოფი სიგარეტი

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშითამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე დაკავებულებს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამი ყალბი ცნობისათვის: საქართველოში ჩინოვნიკი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წყალტუბოს რაიონში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში ინახავდა უაქციზო სიგარეტს — 29 239 კოლოფ Master-ს, რომლის ნაწილიც — 7 500 კოლოფი მეორე ბრალდებულს მიჰყიდა.

რეალიზატორი დააკავეს პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა განსაკუთრებითი დიდი ოდენობით", რაც ისჯება ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით.

საქართველოში თამბაქოს შემოტანაზე აქციზი 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0