თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსი მეწარმეები ოლეგ უვაროვი და ვალერი სმოლიუკი საქართველოსკენ მოემგზავრებიან, რათა თავისი უნიკალური შლაპების მუზეუმისთვის რაც შეიძლება მეტი ეროვნული და ორიგინალური თავსაბური შეკრიბონ.
საავტომობილო მოგზაურობა, რომელიც 15 მაისს დაიწყო, 3 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში „შლაპების ოსტატები" ეწვევიან საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს. საქართველოში ისინი, სავარაუდოდ, 18 მაისს ჩამოვლენ. ამის შესახებ „ოსტატებმა" თავად განუცხადეს „Sputnik-საქართველოს".
კავკასიაში ექსპედიციისთვის უვაროვი და სმოლიუკი რამდენიმე თვე ემზადებოდნენ, აღნიშნულია Hat master-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„შლაპების ოსტატებმა" 2014 წელს გამართეს მოგზაურობა დედამიწის გარშემო და 27 ქვეყანა მოინახულეს.
მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავების მუზეუმი "შლაპების სახლი" მეწარმეებმა 2016 წლის იანვარში რუსეთის ქალაქ ვიატსკიე–პოლიანიში გახსნეს. მასში უკვე 600 ეგზემპლარი ინახება.
პროექტი Hat master — ექსპედიციების სისტემაა, რომლის მიზანია მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავების დამზადებისა და ტარების ტრადიციების გაცნობა. პროექტის ავტორები კრებენ მსოფლიოს ხალხების სხვადასხვა სახის თავსაბურავებს — როგორც ძველს, ტრადიციულს, ისე თანამედროვეს, რომლებიც პლანეტის ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა.