თბილისი, 15 მაისი — Sputnik. რაგბის კლუბი „ჯიქი" გორიდან ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფინალში „ჯიქმა" ანგარიშით 28:22 "ბათუმი" დაამარცხა.
„გადამწყვეტი მატჩისათვის ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებოდით. ყოველ წელს თამაშის ხარისხის და შედეგის გაუმჯობესებას ვცდილობდით და წელს ფინალში დამსახურებულად მოვხვდით. ეს ჩვენი შრომის შედეგია. ვულოცავ ამ ახალგაზრდა კლუბს ასეთ დიდ წარმატებას და ყველას, ვისაც ჩვენი გუნდის მაისურით თუნდაც ერთხელ მაინც უთამაშია. მინდა მოვიგონო ის გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში მხარში გვედგნენ და იმ ქვეყანაზე მივულოცო ეს წარმატება", — ციტირებს გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელის პალიკო ჯიმშელაძის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდი.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, "ჯიქმა" საპრიზო ფონდის 70000 ლარი გამოიმუშავა.